საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 11 55 22

ავტოსატრანპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი შეიცვალა.

ავტოსატრანპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი შეიცვალა. 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 2 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ეხება ავტომობილის მინების დამუქების რეგულაციას. 



მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინიტროს სპეციალური ნებართვის გარეშე, შეუძლიათ მოქალაქეებს წინა გვერდითა საქარე მინები 60%-მდე დაამუქონ, კანონის ამოქმედებამდე ეს მხოლოდ 40%-ით იყო შესაძლებელი. 



ავტომობილის მინებში შუქგამტარობას პატრულის თანამშრომლები ამოწმებენ სპეციალური აპარატით და დადგენილი წესის დარღვევისთვის ჯარიმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული შემდეგნაირად: პოლიცია 100 ლარით დააჯარიმებს მძღოლს, რომლის ავტომობილის მინებიც დადგენილ სტანდარტზე 10%-ით მეტად არის დამუქებული.



გაითვალისწინეთ, კვლავ უცვლელი რჩება შეზღუდვები წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე:

  • წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე;
  • უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე.


კანონი "ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ"დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მაცნეს გვერდზე.